понедельник, 28 октября 2013 г.

                                    პროექტებით სწავლების მესამე დღემ ინტერესი გაგვიზარდა!!!
     
                 მას შემდეგ რაც შევარჩიეთ პროექტის თემა დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა.
                   
                    1) თემას შეუსაბამეთ სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა გვსურს.
                     
                    2) დაუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები.
                     
                    3) ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები.
                 
                   4) სტანდარტისა და საკვანძო კითხვების გაანალიზების შემდეგ გავარკიეთ სასწავლო მიზნები,თუ რა გვსურს,რომ გაიგონ მოსწავლეებმა.
           
                გაწეული სამუშაოს შედეგად ჩვენმა მომავალმა პროექტმა მნიშვლელოვანი წინსვლა განიცადა !

понедельник, 21 октября 2013 г.

                                           მეორე დღემ ნაყოფიერად ჩაიარა !!!

        1) ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერთან ერთად შევაჯერეთ საპროექტო იდეები.

        2) განვსაზღვრეთ რა არის თითოეული პროექტის არსი,რა კავშირს ვხედავთ თითოეულ პროექტსა და ყოველდღიურობას  შორის,როგორ შეიძლება გავაკეთოთ ტექნოლოგიების ინტეგრირება.
        3) გავაკეთეთ პროექტის ზოგადი მონახაზი.
        4) მოვამზადეთ პროექტისთვის ბუკლეტი და ნაწილობრივ  პროექტის გეგმის შაბლონი,რომელიც გადაუგზავნეთ ტრენერს.

суббота, 19 октября 2013 г.

                                          პროექტებით სწავლება საინტერესოა !!!
      ის შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ ,ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოდ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
      ტრენინგის პირველ დღე:
      1) გავიცანი ტრენერი,გვანცა სალია,და კოლეგები.
      2)დავსახეთ საერთო მიზანი:თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენებით განვახორციელოთ პროექტი და ამით გავხადოთ სასწავლო პროცესი მეტად ეფექტური.
      3)ტრენერმა აგვიხსნა Viewer-ში მუშაობის პრინციპი,გავეცანით პროგრამის შინაარსს,შევქმენით საკუთარი პორტფოლიო.
      4)გავეცანით პორტფოლიოს Checklist.
      5) გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების ჩამონათვალს,რომელსაც უნდა შეუსაბამოთ ჩვენი პროექტი.
     6) გავიგეთ,როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი  პროექტი,შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი ,სადაც დავაფიქსირე სავარაუდო საპროექტო იდეის მონახაზი.
      7)გავეცანით როგორ შეიძლება გამოვცეთ პროექტისთვის ბუკლეტი ,განვიხილეთ სხვადასხვა შაბლონები.
      8)შევქმენით საკუთარი ბლოგი.