суббота, 16 ноября 2013 г.

                                                      მე-9 მოდული !
                 
    შევქმენით სასწავლო პროექტის პორტფოლიო ,გადავიტანეთ ფაილები მუდმივი შენახვისთვის,ავტვირთეთ  ბლოგზე .პროექტის პრეზენტაციის შემდეგ,მოვისმინე ტრენერისა და კოლეგების შეფასებები და დავასრულე პროექტზე მუშაობა !!!
                                         მე-8    მოდული !

         გავეცანით ფასილიტაციის ფორმებს ტექნილოგიებით.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას, პორტფოლიოს ჩეკლისტს,სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს ,განვიხილეთ როგორ შეიძლება თითოეული მათგანის გამოყენება.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

                                                მე-7 მოდული !

          მიმდინარე მოდული დამეხმარა   გამეანალიზებინა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე  გადასვლა ცვლილებებს მოითხოვს როგორც მოსწავლეების ,ასევე მასწავლებლების მიერ.
            გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმების შექმნის საშუალებებს.

суббота, 9 ноября 2013 г.

                                              მეექვსე მოდულის რეფლექსია !

         მომდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
      1) კოლეგებთან ერთად ვაწარმოეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და შეფასების გეგმის ანალიზი
      2)ცვლილებები შევიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში და შეფასების გეგმაში.
      3) გავაანალიზეთ ,რამდენად შეესაბამება შეტანილი ცვლილებები პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილ სტანდარტებს.
        ეს დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის !
                          

воскресенье, 3 ноября 2013 г.

                   



                             პროექტები სწავლების მე-5 დღე!


                                   მესამე მოდული.
             1) განვიხილეთ ინტერნეტ სწავლების შესაძლებლობები.
            2) გავაანალიზეთ რამდენად ეფექტური იქნება ინტერნეტ სწავლება სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
            3)განვიხილეთ ძიების სისტემის ეფექტურად გამოყენების გზები. 
           4)ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 
            5)ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
      
              მიღებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ეფექტურად წარვმართოთ სასწავლო პროცესი მომავალში,ასევე პროექტებით სწავლების პროცესში !!!
    

                                    მეოთხე მოდული.
            1) დავგეგმეთ,როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
             2)გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ფოტო,ვიდეო აუდიო რესურსები.


суббота, 2 ноября 2013 г.

                                                     პროექტებით სწავლების მეოთხე დღე !

1)განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მოვიფიქრეთ,როგორ გამოვიყენებთ ამ მეთოდებს ჩვენ თემაში.
2) განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
3)სასწავლო პროექტის შეფასების შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის სქემა.
4)Power Point-ში გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
                                                დღემ საინტერესოდ ჩაიარა!


понедельник, 28 октября 2013 г.

                                    პროექტებით სწავლების მესამე დღემ ინტერესი გაგვიზარდა!!!
     
                 მას შემდეგ რაც შევარჩიეთ პროექტის თემა დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა.
                   
                    1) თემას შეუსაბამეთ სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა გვსურს.
                     
                    2) დაუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები.
                     
                    3) ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები.
                 
                   4) სტანდარტისა და საკვანძო კითხვების გაანალიზების შემდეგ გავარკიეთ სასწავლო მიზნები,თუ რა გვსურს,რომ გაიგონ მოსწავლეებმა.
           
                გაწეული სამუშაოს შედეგად ჩვენმა მომავალმა პროექტმა მნიშვლელოვანი წინსვლა განიცადა !